ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
ბელგია ანტვერპენის პორტში ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემას განალაგებს. ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს ინფორმაციას.
ბელგიაში შარშან გახშირდა ამოუცნობი დრონების აღმოჩენის შემთხვევები, რაც რამდენიმე აეროპორტისა და სამხედრო ბაზის დროებით დახურვის მიზეზი გახდა.
კერძოდ, უპილოტო საფრენტი აპარატები დააფიქსირეს ანტვერპენის პორტთან, ასევე ატომურ ელექტროსადგურებთან და ქიმიურ ქარხანასთან.
„ანტვერპენის აეროპორტში დავამონტაჟებთ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ს, რომელიც უკვე შეკვეთილია“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა.
ბელგიური გამოცემები წერენ, რომ აღნიშნულ სისტემას ბელგია 2027 წელს მიიღებს. ის ავიაგამანადგურებლებისა და დრონებისგან დასაცავადაა განკუთვნილი.