როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები - ინფორმაცია მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის
1772042024
ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მხოლოდ ბირთვულ პროგრამასა და ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების მოხსნაზე იქნება ორიენტირებული, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ისმაილ ბაღაი აცხადებს.
როგორც ბაღაი განმარტავს, თეირანი სანქციების მოხსნას და ირანის „ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნით გამოყენების“ უფლების დადასტურებას ითხოვს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ეს შეხედულებები მათ მოლაპარაკებების შუამავალს, ომანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცეს.
ამასთან, ისმაილ ბაღაის განცხადებით, სავარაუდოდ, დღეს მოლაპარაკებებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსიც დაესწრება.