„საუკუნის ძარცვა“ ქართულად - 132 ოქროს ზოდის მოპარვის საქმე 15 წლის შემდეგ გაიხსნა
1741849662
მათი ეს წასვლა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოგზაურობა, ხარჯების ანაზღაურება არის მცირე ნაწილი იმ ხარჯებისა, რაც ამ ადამიანებისთვის არის გამოყოფილი. ადამიანებისთვის, რომელთა მთავარი მიზანი არის ქვეყნის დაზიანება ვიღაცის ინტერესების სასარგებლოდ, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საკითხს, თუ ვინ აფინანსებს რადიკალური ოპოზიციის ვოიაჟებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
მისი თქმით, ბალტიისპირეთს აწყობს საქართველოში აგიზგიზებული ცეცხლი, მით უმეტეს, თუ ამაში რუსეთის ფედერაცია იქნება ჩართული, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ბალტიისპირეთისთვის აგრესიას ნაკლები პერსპექტივა ექნება.
„მათი ეს წასვლა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოგზაურობა, ხარჯების ანაზღაურება არის მცირე ნაწილი იმ ხარჯებისა, რაც ამ ადამიანებისთვის არის გამოყოფილი. ადამიანებისთვის, რომელთა მთავარი მიზანი არის ქვეყნის დაზიანება ვიღაცის ინტერესების სასარგებლოდ.
ბალტიისპირეთს აწყობს საქართველოში აგიზგიზებული ცეცხლი, მით უმეტეს, თუ ამაში რუსეთის ფედერაცია იქნება ჩართული, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ბალტიისპირეთისთვის აგრესიას ნაკლები პერსპექტივა ექნება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.