„საუკუნის ძარცვა“ ქართულად - 132 ოქროს ზოდის მოპარვის საქმე 15 წლის შემდეგ გაიხსნა
1741849662
ოპოზიციიდან, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პარტია ”გირჩი" აპირებს. სადაც აცხადებენ, რომ ეს ძალიან რთული არჩევნები იქნება:
"ჩვენ ბუნებრივია მივიღებთ მონაწილეობას. თუ პარტია არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას, ან რევოლუცია უნდა გააკეთოს, ან პოლიტიკიდან წავიდეს.
ჩვენ უკვე თებერვალში დავიწყეთ მზადება და ამ თვეშიც გვექნება შეხვედრები. ეს ძალიან რთული არჩევნებია, ფაქტობრივად 63 განსხვავებული არჩევნები ჩატარდება ერთდროულად, ამიტომ ჩვენნაირი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტების დასახვა,"- აცხადებს პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
"ძლიერი საქართველოში" კი აცხადებენ, რომ გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნებია.
"არსებობს ერთადერთი გამოსავალი და ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის ის, რაზედაც ჩვენ ვართ სრულად ორიენტირებულები და არაფერი სხვა და არაფერი ნაკლები არ განიხილება," - ამბობს "ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი, გრიგოლ გეგელია.
"ნაციონალური მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას პირობები სჭირდება, რომელიც მათივე თქმით, ამ მოცემულობაში არ არსებობს:
"ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის, რომელსაც სურს აქტივობა და პოლიტიკური ვალდებულებაც გარკვეულწილად არის, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ამ მონაწილეობას სჭირდება პირობები. როცა ეს პირობები არ არის, რა თქმა უნდა, დღეს ყველა ნორმალურად მოაზროვნე პარტია არ ფიქრობს, ამ პირობებში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე," - აცხადებს პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი.