ბელგიის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები კიევში ჩავიდნენ

ბელგიის პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები კიევში ჩავიდნენ

კიევში ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ პრევო და თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი ჩავიდნენ. ბელგიის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს მოლაპარაკებებს.

როგორც ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, ეს ვიზიტი არის სოლიდარობის, იმედისა და ურყევი მხარდაჭერის ჟესტი უკრაინელების მიმართ, რომლებიც იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის.

ბელგიელი მაღალჩინოსნები ჩავიდნენ ქალაქ ბუჩაში, სადაც რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

„დღეს მივაგებთ პატივს მსხვერპლთა ხსოვნას, მხარს ვუჭერთ გადარჩენილებს. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ბელგია უკრაინის გვერდით დგას. მართლმსაჯულებამ უნდა იზეიმოს“, – აღნიშნა ბელგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ეს ბელგიის ახალი მთავრობის პირველი ვიზიტია უკრაინაში.