1757963975
ბელა ჰადიდი "ლაიმის" დაავადებას ებრძვის

ამერიკელი სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი "ლაიმის" დაავადებას ებრძვის. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა მოდელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ის სპეციალურ დანადგარებზეა შეერთებული. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
ბელას დედამ განაცხადა, რომ მისის შვილის "ლაიმის" დაავადებასთან ბრძოლის ყურებამ უიმედობის გრძნობა დაუტოვა.
ოთხშაბათს, ბელა ჰადიდმა Instagram-ზე ფოტოების სერია გამოაქვეყნა წარწერით: "ბოდიში, რომ ხშირად უგზო-უკვლოდ ვიკარგები, მე თქვენ მიყვარხართ მეგობრებო".
"შენ დაუნდობელი და მამაცი ხარ. არცერთი ბავშვი არ უნდა იტანჯებოდეს განუკურნებელი ქრონიკული დაავადებით", - წერს მოდელის დედა იოლანდა ჰადიდი.
ცნობისთვის, ლაიმის დაავადება ტკიპებით გადამდები ინფექციური დაავადებაა, რომელმაც, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, მკურნალობის გარეშე შეიძლება დააზიანოს სახსრები, გული და ნერვული სისტემა.