1757963975
აშშ-ში, პოლიციამ საწყობში ჩაკეტილი ექვსი ბავშვი იპოვა - მათი ასაკი 2 თვიდან 9 წლამდეა

აშშ-ში, ქალაქ მილუოკიში, საწყობში ჩაკეტილი ექვსი ბავშვი იპოვეს, მათ შორის ორი თვის ჩვილიც იყო. მილუოკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ისინი საწყობში მას შემდეგ მივიდნენ, რაც იქ ბავშვების ყოფნის შესახებ შეტყობინება მიიღეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ობიექტზე მისვლისთანავე, ოფიცრებმა საწყობში ექვსი ბავშვი იპოვეს, რომელთა ასაკი ორი თვიდან ცხრა წლამდე მერყეობდა. პოლიციის ცნობით, დანარჩენი ბავშვები 2, 3, 5 და 7 წლის იყვნენ.
ოფიციალური უწყებების ცნობით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
საქმეზე დაკავებულია ორი პირი - 26 წლის ქალი და 33 წლის მამაკაცი. მათ ბრალდებებს მილუოკის ოლქის პროკურატურა განიხილავს.
მედიის ცნობით, პოლიციას შენობის კარის გაღებაში მეხანძრე-მაშველები დაეხმარნენ.