1757963975
აშშ-ში დღეს ჩარლი კირკს ემშვიდობებიან

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს ჩარლი კირკს ემშვიდობებიან. მას არიზონაში დაკრძალავენ.
ცნობილი ამერიკელი კონსერვატორი, რომელიც ოჯახური ღირებულებებისა და ქრისტიანული ფასეულობების დასაცავად იბრძოდა, 10 სექტემბერს, მემარცხენე რადიკალმა მოკლა.
კირკი ებრძოდა ლგბტ პროპაგანდას. სწორედ ამიტომ, ხშირად, ლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების მხრიდან კრიტიკის ობიექტი იყო.
ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, კირკის მკვლელობის ბრალდებით, 22 წლის ტაილერ რობინსონი 11 სექტემბერს დააკავა.