BBC დონალდ ტრამპს ბოდიშს უხდის

nn

 BBC-მ დონალდ ტრამპს, საჯაროდ ბოდიში მოუხადა. განცხადება ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის ხელმძღვანელმა ჯერ წერილობით, შემდეგ კი ვიდეომიმართვით გაავრცელა.

საქმე ეხება BBC-ის დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბეს და ისე წარმოაჩინეს, თითქოს დონალდ ტრამპმა 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე მომხდარი არეულობა წაახალისა.

ფაქტი გამოცემა ტელეგრაფმა BBC-ის შიდა დოკუმენტის მოპოვების შედეგად გამოააშკარავა, რის გამოც დონალდ ტრამპმა გამოცემას მადლობა გადაუხადა, BBC-ის კი, სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.