აშშ-ის სენატმა „შათდაუნის“ დასრულების შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვერსია დაამტკიცა

სენატი

აშშ-ის კონგრესის სენატმა ბიუჯეტის შესახებ კომპრომისული კანონი მიიღო, რომლის წყალობითაც „შათდაუნი“ დასრულდება, და ქვეყნის მთავრობა ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაახლებს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

დოკუმენტს 60-მა სენატორმა 40-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. „დემოკრატები“ ეგრეთ წოდებული შათდაუნის შეწყვეტას ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტში სუბსიდიების გაძლიერების მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის მიუხედავად დათანხმდნენ, რაც მილიონობით ამერიკელისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებდა.

კანონპროექტი დასამტკიცებლად უკვე კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშია გადაგზავნილი, რის შემდეგაც დოკუმენტს ხელმოსაწერად პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წარუდგენენ.

ცნობისთვის, „შათდაუნი“ შეერთებულ შტატებში 40 დღეზე მეტია გრძელდება.