ბავშვს ჭიპლარი ჯერ კიდევ მიმაგრებული ჰქონდა - 20 წლის შემდეგ გახსნილი საქმე, რომელზეც დედა დააკავეს

ამერიკის პოლიცია

20 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ტეხასის პოლიციამ ახალშობილი გოგონას გარდაცვალების საქმეზე ქალი დააკავა. წლების წინ გოგონა ქურთუკში გახვეული იპოვეს გზის პირას. ბავშვს ჭიპლარი ჯერ კიდევ მიმაგრებული ჰქონდა.

1-ელ ივლისს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ შელბი სტოტსს ბრალი წაუყენეს მე-2 ხარისხის მკვლელობის ბრალდებით მას შემდეგ, რაც დნმ-ის ტესტირებამ დაადგინა, რომ ის ბავშვის დედა იყო.

პოლიცია ამტკიცებს, რომ სტოტსმა ახალშობილი ბავშვი 2001 წელს მიატოვა. მან სავარაუდოდ,

„მშობიარობის შემდეგ ვერ მიმართა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და ვერ გადაჭრა სწორად ბავშვის ჭიპლარი, რამაც სისხლდენა გამოიწვია“, - ნათქვამია განცხადებაში.

2001 წელს გამომძიებლებს სჯეროდათ, რომ გოგონა ცოცხალი დაიბადა, სავარაუდოდ სამედიცინო დაწესებულების გარეთ.

„დამატებითი მტკიცებულებები ვარაუდობს, რომ ბავშვი ცოცხალი იყო და სუნთქავდა მისი დაბადების დროს. დამტკიცდა, რომ დედა პასუხისმგებელია ბავშვის მიტოვებაზე”, - ნათქვამია გენერალური პროკურორის განცხადებაში.