ცნობილია, UFC-ის სკანდალურ საქმეზე დაკავებულების ვინაობა - რა წერია FBI-ის ფაილებში
1781898735
ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო სადაზვერვო სააგენტოს შეუძლია პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თვალთვალი. ინფორმაციას DW ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, AfD-მ თვალთვალის აკრძალვა მოითხოვა, თუმცა პარტიამ პროცესი ქვედა ინსტანციაში წააგო. მიუნხენის სასამართლომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება აღარ ექვემდებარება გასაჩივრებას.
სასამართლოს განმარტებით, AfD-ის მიერ დასმული კითხვები უკვე განხილული იყო წინა გადაწყვეტილებებში და შესაბამისად, მათი პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.
პარტია ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი გაუმართლებელია. თავის მხრივ, მსგავს მიდგომას იყენებს დაზვერვის სააგენტო, რომელმაც გასულ წელს პარტიის საქმიანობა „დადასტურებულ მემარჯვენე ექსტრემისტულ მცდელობად“ შეაფასა.