ბარსელონაში მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ აქციაზე ადგილობრივებმა ქუჩებსა და კაფეებში მყოფი ტურისტები წყლის თოფებით გაწუწეს

კაფეებში მყოფი ტურისტები წყლის თოფებით გაწუწეს

ბარსელონაში ადგილობრივებმა მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ აქცია გამართეს და ქუჩებსა და კაფეებში მყოფი ტურისტები წყლის თოფებით გაწუწეს.

ესპანელები სკანდირებდნენ – „ტურისტებო, წადით სახლში!“

ბარსელონის მერმა, ჟაუმე კოლბონიმ ცოტა ხნის წინ პირობა დადო, რომ ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა Airbnb და Homeaway ტურისტებზე ბინების მიქირავების ლიცენზიას აღარ გაუხანგრძლივებს 10 000-ზე მეტ ადგილობრივ მცხოვრებს. ისინი ტურისტული მიზნით, ბინების მიქირავებას მხოლოდ ესპანელებზე შეძლებენ.