ტემპერატურა დღისით -5°-მდე დაეცემა, მოსალოდნელია თოვლი! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1766779519
ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 24 პირი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და სახელოსნოს ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქება დღეს დილით მოხდა, რის შედეგადაც მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.