ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.
ბიუჯეტის შესახებ კანონი 2023 წლის სექტემბრამდე უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ცხრა მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარების ხარჯებს მოიცავს. კიდევ 16 მილიარდი ეკონომიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ საჭიროებებს მოხმარდება. 12 მილიარდი დოლარით უნდა შეივსოს აშშ-ის არმიის რეზერვები, მას შემდეგ, რაც საბრძოლო მასალის ნაწილი უკრაინას გადაეცემა. კიდევ შვიდ მილიარდს კი ვაშინგტონი ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების დაფინანსებას მოახმარს.
ამასთან, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარების სახით არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ბიუჯეტი სულ 1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს.