1741879871
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე მოლაპარაკებების პროცესი უკვე დასრულებულია - ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე მოლაპარაკებების პროცესი უკვე დასრულებულია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აქამდე სამშვიდობო ხელშეკრულების ორი პუნქტი იყო სომხურ მხარესთან შესათანხმებელი და რამდენიმე დღის წინ სომხეთის მხარემ საკომუნიკაციო არხებით ბაქოს აცნობა, რომ მან მიიღო აზერბაიჯანის წინადადებები.
ბაირამოვმა ასევე აღნიშნა, რომ შემდეგი ეტაპისთვის სომხეთმა უნდა შეცვალოს თავისი კონსტიტუცია, რომელიც ჯერ კიდევ შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ.