წყალი 9 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1741892555
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, უკრაინა მოწოდებულია მშვიდობისკენ.
„კარგია, რომ საუბარი იყო სრულიად კონსტრუქციული. უკრაინა მოწოდებულია, სწრაფად გადავიდეს მშვიდობისაკენ. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საიმედო, გამძლე და ღირსეული მშვიდობისთვის ყველა პირობის შესაქმნელად. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდებს, რადგან სამხედრო დახმარება და დაზვერვის გაზიარება განახლდა. ჩვენმა წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს აცნობეს უკრაინის პრინციპული პოზიციები. უკრაინა მზად იყო საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა შესთავაზა მისი გაფართოება ხმელეთზე. უკრაინა მიესალმება ამ წინადადებას. განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიის აუცილებლობა, ასევე ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა და შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები“, – წერს ზელენსკი.