წყალი 9 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1741892555
უკრაინაში 2014 წლიდან ზავი არაერთხელ გამოცხადებულა, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„როგორც 2014 წლიდან ისტორია გვაჩვენებს, დროებით ზავი უკვე გამოცხადებულა არაერთხელ. ეს არის მინსკის შეთანხმებებიც და ის შეთანხმებებიც, რომლებიც 2014 წლის პუტჩით დაირღვა, და შეთანხმებები სტამბოლშიც. ყველაფერი ეს ზავის გამოცხადებასთან იყო დაკავშირებული. მუდმივად, ყოველ ჯერზე ასეთი შეთანხმებების მერე ირკვეოდა, რომ ჩვენ გვატყუებდნენ. გვატყუებდნენ უკრაინელები ევროპიდან თავიანთი პარტნიორების მხარდაჭერით“, – თქვა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება მდგრადი, მუდმივი მშვიდობა, რომელიც ეყრდნობა უკრაინაში ამჟამინდელი სიტუაციის გამომწვევი პირველადი მიზეზების აღმოფხვრას.
„ახალ ევროპელებს თუ სურთ, გააკეთონ ისე, რომ უკრაინელებმა ამერიკელებიც მოატყუონ, მაშინ, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ყველაფერი მშვენივრად ესმის და ყველაფერში გაერკვევა“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.