1774555363
Axios: აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10 ათასი სამხედროს გაგზავნას განიხილავს
თეთრი სახლი და პენტაგონი უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას განიხილავენ. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დამატებითი სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნა მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკა ირანში სახმელეთო ოპერაციისთვის სერიოზულად ემზადება.
პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის დასრულების საკითხებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ირანელი მაღალჩინოსნები ამერიკელებთან შეხვედრას ჯერ არ დათანხმებულან და ფიქრობენ, რომ აშშ-ის დიპლომატიური ძალისხმევა მორიგი ხაფანგია.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ბრძანება ახლო აღმოსავლეთში ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ მომდევნო კვირას გამოიცემა.











