ინტენსიური თოვის გამო გზის ცალკეულ მონაკვეთზე მოძრაობა იკრძალება
1793892013
ბოლივიაში, სანტა კრუზის დეპარტამენტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.
ავარიის დროს 13 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.
ავარიის მიზეზი ავტომობილის მექანიკური გაუმართაობა გახდა.