ავტობუსი 25 მეტრის სიმაღლიდან კლდეზე გადაიჩეხა, არიან გარდაცვლილები (იაკუტია)

ავარია

იაკუტიაში ავტობუსის საშინელი ავარიის მომენტი, რომლის შედეგადაც 25 მეტრი სიმაღლის კლდიდან გადმოვარდნის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. შოკის მომგვრელი კადრები SHOT Telegram არხმა გამოაქვეყნა.

ავტობუსის მძღოლი გზიდან გადავიდა, რის შედეგადაც მანქანა დაახლოებით 25 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. წინასწარი ინფორმაციით, მან კონტროლი დაკარგა. თავდაპირველად, 15 დაღუპულის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა, თუმცა გადამოწმების შემდეგ მონაცემები შესწორდა. საშინელი ინციდენტის დამნაშავეც ადგილზე გარდაიცვალა. საგამოძიებო კომიტეტმა ტრაგედიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ტრაგედიის დროს ავტობუსში 33 მგზავრი იმყოფებოდა; გადარჩენილები დაშავდნენ და დახმარებას იღებენ.
იაკუტიაში მომხდარი ავარიის დროს ავტობუსის საჭესთან 29 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების შვიდჯერ დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის წინაშე დადგა. ამის შესახებ ინფორმაციას SHOT ავრცელებს.ახალგაზრდა მძღოლს დაახლოებით ხუთწლიანი მართვის გამოცდილება ჰქონდა.