ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა
1765793589
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში მშობლებს სასარგებლო რეკომენდაციებს აძლევს. იგი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ შვილებს მოახლოებულ დღესასწაულზე ესაუბრონ და გაიხსენონ, თავად როგორ ემზადებოდნენ მშობლებთან ერთად ჯადოსნური დღისთვის:
„ესაუბრეთ შვილებს მოახლოებულ ჯადოსნურ დღესასწაულზე. იმაზე, თუ როგორ ელოდებოდით ბავშვობაში ახალ წელს, როგორ ემზადებოდით თქვენს მშობლებთან ერთად. ზოგადად, გაუზიარეთ თქვენი ბავშვობის ტკბილი მოგონებები და ემოციები...
გადადეთ საქმეები, რომელიც არასდროს გელევათ და საღამო დაუთმეთ შვილებს... ცხელს კაკაოს ან ერთად მომზადებულ ორცხობილებს რომ შეექცევით შვილებთან ერთად, ეს წუთებია ჯადოსნური... ემოცია, აი რა ამახსოვრდება ბავშვს ყველაზე უკეთ, იზრუნეთ დადებით განწყობაზე ... შინ გატარებული დრო და ემოცია ყველაზე ნამდვილი, წრფელი და ჯადოსნურია...“, - წერს ნანა ფიფია.