ავსტრალიის პრემიერი ილონ მასკს: ჩვენ გვაქვს უცხოური ჩარევის შესახებ კანონები და ავსტრალიის არჩევნები ავსტრალიელების საქმეა

ენტონი ალბანეზი

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზიმ ილონ მასკი გააფრთხილა, არ ჩაერიოს ქვეყნის მოახლოებულ არჩევნებში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„ჩვენ გვაქვს უცხოური ჩარევის შესახებ კანონები ამ ქვეყანაში და ავსტრალიის არჩევნები ავსტრალიელების საქმეა“, - აღნიშნა ავსტრალიის მთავრობის მეთაურმა.

ავსტრალიაში ფედერალური არჩევნები მაისში გაიმართება.

მასკი არაერთხელ დაუპირისპირდა ავსტრალიის მთავრობას და მათ „ფაშისტები“ უწოდა გასული წლის სექტემბერში კანონმდებლობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციის რეგულირებას სოციალურ მედიაში.