ცოლის ხელით ტარების კონკურსი - უცნაური შეჯიბრება

ცოლის ტარების კონკურსი

მსოფლიოსი უამრავი უჩვეულო და სახალისო კონკურსები არსებობს, მათ შორის კი ღირსეულ ადგილს ცოლის ხელით ტარების კონკურსი იკავებს.

ფინეთის პატარა ქალაქ  სონკაჯაერვში ცოლის ტარების საერთაშორისო ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება. ამ შეჯიბრებაში ქმრებს უწევთ ხელში აყვანილი მეუღლე გადაიყვანონ ბილიკზე, რა თქმა უნდა, გარკვეული დაბრკოლებებით.

ბილიკი 250 მ სიგრძისაა. ხმელეთზე რამდენიმე დაბრკოლების გარდა ამ ბილიკს აქვს 1 მეტრის სიმაღლის წყლით სავსე აუზიც.

წესების მიხედვით, მონაწილეებს შეუძლიათ ატარონ ცოლები ან მეზობლები. ქალი უნდა იყოს მინიმუმ 17 წლის და უნდა იწონიდეს მინიმუმ 49 კილოს. თუ ცოლი მსუბუქია, კაცმა დამატებითი ზურგჩანთა უნდა ატაროს.

ხელით ტარების სხვადასხვა სახეობა არსებობს: ყულაბა, მხრებზე, ან ესტონური სტილით, როცა ცოლი თავდაყირა ეკიდება ქმარს მხრებზე ფეხებით და წელზე უჭირავს.

ერთადერთი აღჭურვილობაა ჩაფხუტი და ქამარი. ორი წყვილი ერთდროულად იწყებს და დარბის რაც შეიძლება სწრაფად. გამარჯვებული ის წყვილია, რომელიც კურსს უმოკლეს დროში დაასრულებს. გარდა მთავარი პრიზისა, ასევე დაჯილდოვდებიან ყველაზე სახალისო წყვილი, უძლიერესი მატარებელი და საუკეთესო კოსტიუმების მფლობელები.

იმისთვის, რომ წყვილებმა შეამოწმონ საკუთარი მეუღლის ერთგულება ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიებიდან იკრიბებიან.

კონკურსი წელს 1-2 ივლისს ჩატარდა.