1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ავსტრალიაში ეძებენ კაფსულას რადიოაქტიური ცეზიუმით. იგი დაიკარგა1400 კმ სიგრძის უდაბნოს გზატკეცილზე.
სამთო კომპანია Rio Tinto-მ ბოდიში მოიხადა დასავლეთ ავსტრალიაში ტრანზიტის დროს გაუჩინარებული რადიოაქტიური იზოტოპის კაფსულის დაკარგვის გამო“. წერს BBC
კაფსულა შეიცავს რადიოაქტიური იზოტოპის ცეზიუმ-137-ის მცირე რაოდენობას, რომელმაც კონტაქტისას შეიძლება გამოიწვიოს რადიაციის ზემოქმედება და გამოიწვიოს სერიოზული დაავადება.
დაკარგვის შესახებ მოსახლეობა გაფრთხილებულია, ახლა კი კონტეინერის პოვნას საჭირო ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური სამძებრო ჯგუფები ცდილობენ.
ამასთან, დასავლეთ ავსტრალიის შტატი ყველაზე დიდია ქვეყანაში, ის იკავებს მთელი კონტინენტის მესამედს, ხოლო კაფსულის ზომა 6-დან 8 მილიმეტრამდეა. გარდა ამისა, იგი დაიკარგა სადღაც გზაზე ნიუმენსა და პერტს შორის, და ეს არის 1 400 კმ.
და საერთოდ, როგორც ამბობენ ავსტრალიის სახანძრო და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში (DFES), კაფსულა იმდენად პატარაა, რომ ნებისმიერი გამვლელი მანქანის საბურავში შეიძლება გაიჭედოს და აღმოჩნდეს, „ეშმაკმა იცის, სად“.
დაკარგული კაფსულა არის ქანების სიმკვრივის გასაზომი ინსტრუმენტის ნაწილი, რომელიც ფართოდ გამოიყენება სამთო ინდუსტრიაში. ბოლო დრომდე ამ მოწყობილობას იყენებდნენ მაღაროში, სადაც რკინის მადანი მოიპოვება.
12 იანვარს კაფსულა ადგილიდან დაიძრა: ქვეკონტრაქტორ კომპანიას ის სხვა ობიექტზე უნდა გადაეტანა. 25 იანვარს კი დანაკარგი აღმოაჩინეს და ზუსტად როდის გაუჩინარდა კაფსულა, უცნობია.
სამთო გიგანტმა „რიო ტინტომ“, რომელიც ავსტრალიაში ბევრ მაინინს ახორციელებს, ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ თავად ჩაატარებს გამოძიებას მომხდარზე.
სახელმწიფო ხელისუფლებამ გამოაცხადა რადიოლოგიური განგაში მთელი შტატის მასშტაბით. როგორც დასავლეთ ავსტრალიის მთავარი სამედიცინო ოფიცერი, ენდრიუ რობერტსონი აღნიშნავს, კაფსულასთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს გამოსხივების დოზა დაახლოებით 10 რენტგენი საათში - იგივე რაოდენობა, რასაც ჩვენ ვიღებთ წელიწადში მხოლოდ ქუჩაში ყოფნისას.
მთავარი საშიშროება ის არის, რომ ვინმეს შეუძლია აიღოს კაფსულა, მისი დანიშნულების ცოდნის გარეშე.
„თუ ამ კაფსულასთან შეხება გაქვთ, ან თუ მას ახლოს შეინახავთ, შეიძლება მიიღოთ კანის დაზიანება, დამწვრობის ჩათვლით, ხოლო თუ მას დიდხანს შეინახავთ, შეიძლება განვითარდეს რადიაციული ავადმყოფობა“, - აფრთხილებს რობერტსონი.
ამავდროულად, გზა, რომელზედაც, როგორც ჩანს, კაფსულა დაიკარგა, უმეტესწილად უდაბნოში გადის, სადაც თითქმის არავინ ცხოვრობს. შტატის მოსახლეობის ოთხი მეხუთედი თავად პერტში ცხოვრობს, ამიტომ რადიოაქტიური მასალის ზემოქმედების შესაძლებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.