აშშ რუსეთის დუმას ყველა წევრს სანქციებს უწესებს

დუმა

აშშ რუსეთის დუმას ყველა წევრს სანქციებს უწესებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის სუბიექტების მიმართ, ახალი სანქციების დაწესების შესახებ, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გააგრძელებენ ხარჯების დაწესებას რუსეთის მიმართ, ვიდრე პუტინი, უკრაინის წინააღმდეგ, ამ არაპროვოცირებულ ომს არ დაასრულებს.

,,პრეზიდენტი პუტინის ომი საშინელებასა და უკრაინელი ხალხის ტანჯვას აგრძელებს. ამავდროულად, რუსეთში სახელმწიფო სათათბირო აგრძელებს, საკანონმდებლო ძალაუფლების გამოყენებას, შიდა დისიდენტებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიზანში ამოსაღებად, ინფორმაციის თავისუფალი მიმოქცევის ჩამოშლისა და რუსეთის მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების შეზღუდვის მიზნით.

ამ წევრებმა, კრემლის მიერ, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას მხარი დაუჭირეს, მათ შორის, აღმოსავლეთ უკრაინის, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების, თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობის აღიარებას.

ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, შეერთებული შტატები მიზნად ისახავს, შეუტიოს რუსეთის უნარს, ჩაერთოს ომში და განახორციელოს აგრესია სხვა ქვეყნების, მათ შორის, უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ხარჯების დაწესებას, სანამ პუტინი, უკრაინის წინააღმდეგ, ამ არაპროვოცირებულ ომს არ დაასრულებს.

მოვუწოდებთ, პუტინთან ყველაზე ახლოს მყოფებს, შეწყვიტონ და საჯაროდ დაგმონ ეს ცივსისხლიანი ომი, რომელმაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების არაკეთილსინდისიერი სიკვდილი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კატასტროფა ევროპაში", - ნათქვამია განცხადებაში.