ასობით დემონსტრანტი კარაჩიში აშშ-ის საკონსულოში შეიჭრა

აშშ-ს საელჩო

 პაკისტანში, კარაჩიში 500-მდე ადამიანი აშშ-ის საკონსულოში შეიჭრა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.

Associated Press-ი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აქციაში მუსლიმი შიიტები მონაწილეობდნენ.

პოლიციამ და სამხედროებმა დემონსტრანტების დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მოჰამად ჯავადმა. მისივე თქმით, შეტაკებების შედეგად სულ მცირე ერთი დემონსტრანტი მოკლულია, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. ირანული მედიის მონაცემებით, დაღუპულია 10 დემონსტრანტი.

აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 28 თებერვალს დაიწყეს. ისლამურ სახელმწიფოში დაადასტურეს, რომ შეტევების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.