ირანის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
1772358774
კვირა დილით, ირანმა ახლო აღმოსავლეთში დარტყმების ახალი ტალღა დაიწყო, აფეთქებების ხმა CNN-ის გადამღებმა ჯგუფებმა რამდენიმე დედაქალაქსა და დიდ ქალაქში დააფიქსირეს.
ნახევრად ოფიციალური ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა", რეგიონში ისრაელისა და ამერიკის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების "მეექვსე ტალღის" დაწყების შესახებ განაცხადა.