მინაბში, სკოლაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა

მინაბი

 ირანის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მონაცემების თანახმად, ისრაელის მიერ ირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ მინაბში, გოგონების სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, 148 ადამიანი დაიღუპა და 95 დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა.

როგორც მინაბის ოლქის პროკურორმა განაცხადა, დაღუპულთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეები არიან. ასევე დაიღუპნენ სკოლის თანამშრომლები და მშობლები.

ირანის ხელისუფლების ცნობით, ისრაელმა სკოლას 28 თებერვლის დილით დაარტყა.

შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები 28 თებერვალს დაიწყეს და ირანის მასშტაბით სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს. ირანის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი დაიღუპნენ. საპასუხოდ, ირანის ძალებმა ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ბაზებს შეუტიეს.

ცნობისთვის, მინაბში, ირანის ელიტური სამხედრო და პოლიტიკური წარმონაქმნის, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) ერთ-ერთი ბაზაა განთავსებული.