1738930726
აშშ-სთან მოლაპარაკებები არც გონივრულია, არც ღირსეული, ეს ჩვენს პრობლემებს ვერ გადაჭრის, მიზეზი? გამოცდილება, ჩვენს უსაფრთხოებას თუ დაემუქრებიან, ჩვენ მათსას დავემუქრებით
![აიათოლა ალი ხამენეიმი აიათოლა ალი ხამენეიმი](https://primetime.ge/uploads/files/2024/08/01/94386/aiatola-ali-khameneimi_w_h.jpeg)
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აშშ-სთან მოლაპარაკებები არ არის გონივრული, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.
„ამერიკასთან მოლაპარაკებები არც გონივრულია, არც ჭკვიანური და არც ღირსეული. ეს ჩვენს პრობლემებს ვერ გადაჭრის. მიზეზი? გამოცდილება!“, – განაცხადა ხამენეიმ.
მისი თქმით, ირანმა ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწია შეთანხმებას აშშ-სთან და სხვა ქვეყნებთან, მაგრამ ამერიკელებმა, ირანის მრავალი დათმობის მიუხედავად, არ დაიცვეს აღნიშნული შეთანხმება.
„ისინი ჩვენს უსაფრთხოებას თუ დაემუქრებიან, ჩვენ მათსას დავემუქრებით. ისინი თავიანთ მუქარას თუ განახორციელებენ, ჩვენც იმავეს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ხამენეიმ.
ღაზიდან პალესტინელი მოსახლეობის მეზობელ არაბულ ქვეყნებში გადაადგილების შესახებ ტრამპის წინადადებაზე საუბრისას, ხამენეიმ აღნიშნა, რომ „ამერიკელები მსოფლიო რუკას მხოლოდ ქაღალდზე ცვლიან, რადგან ეს არ შეესაბამება რეალობას“.