თოვლის მთვარე: რა გავლენას მოახდენს 12 თებერვლის სავსე მთვარე ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელზე

მთვარე

 2025 წლის 12 თებერვალს ლომის ნიშანში სავსე მთვარეა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს ბევრი ადამიანი მომატებულ ემოციურობასა და შფოთვას იგრძნობს და შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოვჩნდეთ.

თებერვლის სავსე მთვარეს, მისი კაშკაშა და ცივი ფერის გამო, თოვლის მთვარეს უწოდებენ. მას ძველად ძლიერ თოვასაც უკავშირებდნენ.

სავსე მთვარე ყოველთვის ენერგიის მომატებას იწვევს და ადამიანები სხვადასხვა საკითხის მიმართ ბევრად მგრძნობიარეები არიან. შესაძლოა, გაღიზიანება, უმოტივაციობა იგრძნოთ. ამიტომაც, ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ამ დღეს რადიკალური გადაწყვეტილება არ მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგით მომდევნო პერიოდში განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ.

 ასევე, ამ დღეს სამსახურიდან წასვლის, დაშორების, ვინმესთან ჩხუბის გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, ფაქტები სრულიად არასწორად აღიქვათ. ჯობს, შორ მანძილზე გადაადგილებისაგანაც თავი შეიკავოთ. თუ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს გეგმავთ, ჯობს, რამდენიმე დღით გადადოთ.

უმჯობესია, ეს დღე მშვიდად გაატაროთ და სამომავლო გეგმებზე იფიქროთ. ასევე, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ჩაიტარეთ თქვენთვის სასურველი გამაჯანსაღებელი პროცედურები, მოუსმინეთ მუსიკას, დაკავდით საყვარელი საქმით.

12 თებერვლის სავსე მთვარე განსაკუთრებით ემოციური ცეცხლის ნიშნებისთვის - ვერძისთვის, ლომისა და მშვილდოსნისთვის იქნება. შესაძლოა, მცირე კამათიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. მარტივად გეწყინოთ ან არასწორად აღიქვათ ის, რასაც სხვები გეუბნებიან. ამიტომაც, მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ დღე მშვიდად გაატაროთ... ვრცლად