ავიაკატასტროფას ცნობილი ამერიკელი მომღერალი ემსხვერპლა
1781472359
აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 11 პარაშუტისტი და ერთი პილოტი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
შემთხვევა მისურის შტატში მოხდა. თვითმფრინავი, რომელიც პარაშუტისტთა კომპანიას ჰქონდა ნაქირავები, ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:20 საათზე აფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავმა სიმაღლის აღება ვერ შეძლო, მკვეთრად მარცხნივ გადაუხვია და ჩამოვარდა.
„ბორტზე მყოფი 12-ვე ადამიანი დაიღუპა“, – განაცხადა საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშველები ამოწმებენ ტერიტორიას, რათა დაადგინონ, ხომ არ მოახერხა რომელიმე პარაშუტისტმა თვითმფრინავიდან გადმოხტომა ჩამოვარდნამდე.
როგორც „ბიბისი“ წერს, ავიაკატასტროფის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.