მოძრაობა 6 დღით იზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1771351446
აშშ-ის სასამართლომ დაადგინა, რომ ფრანჩესკო უიზარმა ქით კინგს ღალატის საფასურად 8,8 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს. ამ თანხიდან 2,2 მილიონი დოლარი კომპენსაციაა, ხოლო 6,6 მილიონი დოლარი კი ზარალის ანაზღაურებაა. ინფორმაციას New York Daily News-ი ავრცელებს.
საქმის მასალების მიხედვით, ქით კინგის ცოლმა დანიელამ ქმარს უიზართან უღალატა. მოსარჩელე კინგი დანიელაზე 2010 წელს დაქორწინდა, ცოლ-ქმარს მალე გოგო შეეძინათ და თითქოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო. თუმცა, 2016 წელს პრობლემები დაიწყო და ისინი დაშორდნენ. მაგრამ ისინი ოფიციალურად არ განქორწინებულან.
2017 წელს ქით კინგმა შენიშნა, რომ მის მეუღლეს შეყვარებული ჰყავდა, მალე მიხვდა კიდეც, რომ დანიელას ახალი შეყვარებული მისი თანამშრომელი უიზერი იყო. ქითმა უიზარს სთხოვა, რომ მისი ცოლი არ შეეწუხებინა, მაგრამ მალევე გაიგო, რომ ქალმა მას უღალატა.
ქითმა სასამართლოს მიმართა და ცოლის შეყვარებულისგან მისი ოჯახის დანგრევით მიყენებული ზიანისთვის კომპენსაცია მოითხოვა.
დანიელამ პროცესზე თქვა, რომ ის უიზერთან ბედნიერი არასოდეს ყოფილა და ღალატი მხოლოდ მისი ინიციატივა იყო. თუმცა, სასამართლომ მოსარჩელის პოზიცია გაიზიარა და მოპასუხეს 8,8 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.