აშშ-ში დედას 4 წლის შვილის მკვლელობის გამო პატიმრობა მიუსაჯეს - იგი ბავშვს „არასრულფასოვნად აჭმევდა“

პატიმარი

აშშ-ში ქალს შვილის მკვლელობის გამო მინიმუმ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალი ედება 4 წლის ქალიშვილის მკვლელობაში, რომელსაც „არასრულფასოვნად აჭმევდა“. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ქალმა დანაშაული აღიარა მარტში, ბავშვის უნებლიე მკვლელობის შესახებ.

პროკურორებმა განაცხადეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა 2022 წლის იანვარში მშობლების მიერ უყურადღებობისა და ძალადობის შემდეგ. ბავშვს განუვითარდა დიაბეტის გართულებები, რადგან მუდმივად გაზიან გამაგრილებელ სასმელს სვამდა. ამის გამო გოგონას კბილები დამპალი ჰქონდა. ბავშვის სტომატოლოგთან არასდროს ყოფილა.

ასევე, ცნობილია, რომ 41 წლის ბენქსი ხშირად აძლევდა გოგონას ბავშვის ფორმულის ბოთლებს, რომლებშიც შერეული იყო ნეონ-მწვანე შაქრიანი სოდა.

კრისტოფერ ჰობს, გოგონას მამას, ასევე ბრალი წაუყენეს მის სიკვდილში. მამას განაჩენს 11 ივნისს გამოუტანენ.

პროკურორებმა ასევე დაამატეს, რომ გოგონას აწუხებდა დიაბეტი „რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაუდგენელი იყო“. მისი გარდაცვალების მიზეზი იყო დიაბეტური კეტოაციდოზი, რომელიც არის დიაბეტის სერიოზული გართულება.

გამოცემის ცნობით, 2022 წლის 21 იანვარს მშობლებმა ბავშვი უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს და სასწრაფოში დარეკეს. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ თავის ტვინი უკვე მკვდარი იყო. გოგონა 4 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ექიმი ამტკიცებდა, რომ ბავშვის სიკვდილის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ მისი მშობლები უმკურნალებდნენ მის დიაბეტს.

პროკურორებმა ასევე თქვეს, რომ ბენქსს ჰყავს უფროსი შვილები, რომლებსაც მსგავსი სიმპტომები ჰქონდა. ერთ-ერთი ვაჟი 4 წლის ასაკში კომაში ჩავარდა დაუდგენელი დიაბეტის გამო. ბავშვს ყურადღება არც მაშინ მიაქციეს.