ორგანიზაციები ფსონს დებენ კრიპტო აქტივებზე, ამავდროულად იზრდება ინვესტიციები კრიტპო ინფრასტრუქტურის, თამაშებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით - Bybit ინსტიტუციური რეპორტი 2024 წელი

Bybit ინსტიტუციური რეპორტი 2024 წელი


2024 წლის 18 აპრილი, დუბაი, გაერთიანებული ემირატები - Bybit-მა, (მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კრიპტობირჟა ვაჭრობის მოცულობით), Treehouse-თან ერთად ( ინდუსტრიაში ლიდერი კვლევით ინსტუტი, რომელიც ციფრული აქტივების პროფესიონალურ კვლევებს ახორციელებს), წარმოადგინა 2024 წლის ინდუსტრიის ინსტიტუციური რეპორტი, რომელიც წარმოაჩენს დეტალურ ანალიზს კრიპტო აქტივების მდგომარეობის შესახებ, ასევე ტრადიციულ ფინანსებთან შედარებით ანალიზს.(TradFi)

2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, კრიპტო სექტორში დაფიქსირდა არსებითი ზრდა, საბაზრო მოცულობა გაიზარდა 1 ტრილიონიდან 2.5 ტრილიონ დოლარამდე. 
ეს აღმავალი ტრენდი ინვესტორების ზრდადი ინტერესი გამოხატურებაა  და კაპიტალის მნიშვნელოვან შემოდინებას ასახავს კრიპტო ეკოსისტემაში.

უფრო ღრმად თუ შევხედავთ ანგარიშის დასკვნებს, აღმოვაჩენთ BTC და ETH-ის აქტივების მიმართ ინტერესის ზრდის ტენდენციებს, კვლევა გვიჩვენებს ორგანიზაციების საინვესტიციო აქტივობას და ხაზს უსვამს მზარდ ინტერესს AI და BTC ეკოსისტემის მიმართ.

რეპორტი ასევე იკვლევს ETF-ს პოტენციურ გრძელვადიან გავლენას და წარმოაჩენს მომავლის ხედვას ბიტკოინის ჰალვინგის პროცესის შესახებ, ამავდროულად წარმოდგენილია 2024 წლის „Bull run“-ის ძირითადი აქცენტები.

ინსტიტუციური რეპორტის ძირითადი აქცენტები: 

1. ფიქსირდება კრიპტო ბაზრის ზრდის ტენდენცია

2024 წლის მარტი ზრდადი ტრენდის მაჩვენებლით ხასიათდება, როგორც BTC-ის, ისე ETH -ის მიმართულებით. ტრენდი გვიჩვენებს ინვესტორთა განწყობებს ამ ორი კრიპტოვალუტის გრძელვადიანი ფასის ზრდის დინამიკის შესახებ, კერძოდ საუბარია წლის ბოლოსთვის ზრდის ტემპის შენარჩუნების ვარაუდებზე.

2. ბიტკონი - იდეალური აქტივი TradFi ჰეჯირებისთვის

როგორც BTC, ასევე ETH-ის კორელაციები ტრადიციულ ფინანსურს ინდექსებთან, კაპიტალთან ან ფიქსირებულ შემოსავალთან, ყველა შემთხვევაში რჩება 3%-ზე ქვემოთ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია BTC, რომელიც ავლენს შემოსავლების უარყოფით კორელაციას ძირითადი კაპიტალის ინდექსებთან, რაც მიუთითებს მის პოტენციურ როლზე, დივერსიფიკაციის ჰეჯირებისთვის, კაპიტალზე ორიენტირებული პორტფელებისთვის.

მოკრძალებული 5%-იანი ალოკაციით BTC-სა და ETH-ში (თანაბრად შეწონილი), S&P 500-ის Sharpe-ის კოეფიციენტი შესაძლოა გაიზარდოს 2.20-დან 3.15-მდე, რაც წარმოადგენს 43.6 %-იან ზრდას.

ეს ეფექტი უფრო ნათელი ხდება ინვესტორების ქცევაში, რომლებიც საკუთარი ნებით იღებენ დამატებით რისკებს და ანაწილებენ მეტ კაპიტალს თავიანთ კრიპტო პორტფელებში.

3. განახლებული ინტერესი „Challenger Chain“-ების მიმართულებით

2023 წლის მე-4 კვარტლის დასაწყისში,  Challenger chain-ის  ნეითივ ტოკენებმა აჩვენა არსებითი ზრდა, ETH-თან შედარებით. 
მაგალითად: SOL წარმოგვიდგა, როგორც ტოპ ტრენდი, ჩელენჯერ ტოკენებს შორის, რამაც 2021 წელს არსებული ტენდენციების გაგრძელება გამოიწვია, როგორც ყველაზე დიდი Challenger chain TVL-ითა და ვაჭრობის მოცულობის მიხედვით.

4.გაზრდილი დაფინანსება: ინფრასტრუქტურაზე, თამაშებსა და AI პროექტებზე

ვენჩურული კაპიტალის (VC) ინვესტირება კრიპტო სფეროში არსებითად გაიზარდა. 2023 წლის მე-4 კვარტალში VC-ს გარიგებები 21%-ით გაიზარდა და მიაღწია $1,42 მილიარდის მოცულობის 174 შეთანხმებას, რაც 29%-იან ზრდას წარმოადგენს.

2024 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა 243 გარიგება ინვესტირების საერთო ჯამი $1.94 მილიარდი, რაც წარმოადგენს 36%-იან ზრდას 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.

ინფრასტრუქტურული პროექტები რჩება ვენჩურული ინვესტიციის მთავარი ფოკუსი, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების ინვესტირება ხორციელდება ბლოკჩეინის ეკოსისტემის ფუნდამენტური ელემენტების მხარდასაჭერად.

ეს პროექტები მოიცავს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის ელექტრონულ საფულეებს და ბლოკჩეინის მონაცემთა პროვაიდერებს,რომლებიც გვთავაზობენ მნიშვნელოვან  გადაწყვეტილებებს, ტექნიკური სირთულეების გადასალახავად და ანვითარებენ ინოვაციებს.

ტრადიციული ბაზრის კრიპტო სამყაროსთან ინტეგრაცია დაკავშირებულია რიგ გამოწვევებთან, განსაკუთრებით კრიპტო სფეროს ახალბედებისთვის. ამიტომაც, ინოვაციების შესახებ ინფორმირებულობა არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, მიმდინარე რევოლუციური ცვლილებებით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად.

სრული რეპორტის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://learn.bybit.com/crypto-insights/bybit-institutional-x-treehouse-crypto-landscape-in-q1-2024-analysis-narratives/ 

Bybit-ის შესახებ

Bybit შედის კრიპტობირჟების სამეულში, ვაჭრობის მოცულობის მიხედვით. პლატფორმა 2018 წელს შეიქმნა და დღესდღეობით 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს. Bybit სთავაზობს კრიპტო ინვესტორებსა და ტრეიდერებს ფუნქციურ სივრცეს უსწრაფესი ბირთვისა და მუდმივი მულტიენობრივი მხარდაჭერით. Bybit გახლავთ ფორმულა 1-ის მიმდინარე ჩემპიონის მთავარი პარტნიორი, კონსტრუქტორებსა და პილოტებს შორის Oracle Red Bull Racing-ის გუნდის.

მედიისთვის: media@bybit.com  
გაიგე მეტი Bybit-ზე: Bybit Press  
გაიგე მეტი Bybit-ის პროდუქტებზე: https://www.bybit.com 
თვალი ადევნე სიახლეებს სოც ქსელებში

თარგმნილია Mediahub-ის მიერ: სრული ციფრული მარკეტინგი
• სოციალური მედიის მართვა 
• საიტების დამზადება 
• ლოგოს დამზადება
ფეისბუქ რეკლამა 
• ინტერნეტ რეკლამა 
• ვიდეო გადაღება
• გრაფიკული დიზაინი
• ბრენდ ბუქის შექმნა