თბილისში მატარებელი ქვეითს შეეჯახა – ქალი ადგილზე დაიღუპა

მატარებელი

თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებელი ქვეითს შეეჯახა, რის შედეგად ის ადგილზევე დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც შუა ხნის ქალი ლიანდაგზე გადადიოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.