„5-ჯერ ესროლა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა...“ - გორში მამა-შვილის მკვლელობის ახალი დეტალები
1746003029
ამერიკელმა სამართალდამცველებმა აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკანონო ჩარევის ბრალდებით ორი უკრაინელი დააკავეს. ინფორმაციას აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი, კრისტი ნოემი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
მისი განცხადებით, ადამიანების დაკავება ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტსა და საიმიგრაციო სამსახურთან თანამშრომლობის მეშვეობით მოხდა.
„თუ თქვენ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიხართ და კანონებს არღვევთ, ამისთვის პასუხს აგებთ“, - დაწერა ნოემმა.
უკრაინულ მხარეს ოფიციალური განმარტება მომხდართან დაკავშირებით არ გაუკეთებია.