აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სავარაუდოდ რომში გაიმართება

აშშ ირანი

 ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სავარაუდოდ, რომში გაიმართება. ამის შესახებ „აქსიოსი“ ავრცელებს ინფორმაციას.

გამოცემის თანახმად, მოლაპარაკებების გამართვა 19 აპრილს იგეგმება.

მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი არ იქნება ომანში, ომანელი შუამავლები წარმოდგენილი იქნებიან მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი მიმდინარე კვირაში სავარაუდოდ, თეირანს ეწვევა. გროსი, სავარაუდოდ, განიხილავს სააგენტოს მონიტორინგსა და გადამოწმების აქტივობებს ირანის ბირთვულ ობიექტებში.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპის ადმინისტრაცია კმაყოფილი დარჩა ომანში მოლაპარაკებების პირველი რაუნდით, რომელიც, მათი მოსაზრებით, გეგმის მიხედვით წარიმართა. ეს რვა წლის განმავლობაში აშშ-სა და ირანის ოფიციალურ პირებს შორის უმაღლესი დონის პირველი დიალოგი იყო