VIDEO: კვირა თუ ორშაბათი - როდის უნდა გავიდეთ საფლავზე
1745056463
აშშ-ს სირიიდან 600 სამხედრო მოსამსახურე გაჰყავს, – ამის შესახებ ინფორმაციას NYT ავრცელებს.
როგორც გამოცემა იტყობინება, ამერიკელი სამხედროები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული რვა ოპერატიული ბაზიდან სამს ხურავენ, რის შედეგად სირიაში მყოფი ამერიკელი სამხედოების რიცხვი 2000-დან 1400-მდე შემცირდება.
როგორც გაზეთი წერს, დაიხურება ბაზები – Mission Support Site Green Village-ი, MSS Euphrates-ი და კიდევ ერთი მცირე ზომის ობიექტი.
NYT-IS ინფორმაციით, მომდვენო 60 დღის განმავლობაში ასევე მიიღება გადაწყვეტილება სირიაში დისლოცირებული კონტიგენტის შემდგომ შემცირებასთან დაკავშირებით.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ექსპერტების რეკომენდაციაა, სირიაში დარჩეს, სულ მცირე, 500 ამერიკელი სამხედრო, თუმცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სკეპტიკურადაა განწყობილი და სირიაში ამერიკელი სამხედროების დატოვება საერთოდ არ სურს.
გამოცემასთან საუბარში ანონიმური წყარო ამბობს, რომ, სირიაში ამერიკელი სამხედროების შემცირების მიუხედავად, ისინი გააგრძელებენ „სირიის დემოკრატიული ძალების“ მხარდაჭერას, რომელიც ქურთების ხელმძღვანელობის ალიანსს წარმოადგენს და აკონტროლებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთს, ასევე ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის.
10 მარტს ცნობილი გახდა, რომ „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ შეთანხმებას მიაღწიეს სირიის ახალ მთავრობასთან და მათი სამოქალაქო, სამხედრო სტრუქტურების ინტეგრაცია მოხდება სირიის ახალ პოლიტიკურ სისტემაში.
მანამდე ისრაელის მედია წერდა, რომ აშშ-მა მიაწოდა ინფორმაცია ისრაელს, რომ სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანას აპირებს. მედიის ცნობით, ისრაელი ცდილობს, დაარწმუნოს ვაშინგტონი, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას, რადგან ეს რეგიონში თურქეთის პოზიციების გაძლიერებას გამოიწვევს, თუმცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტილების შეცვლაზე უარს ამბობს.
16 აპრილს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ქვეყანა აპირებს, შეინარჩუნოს კონტროლი ღაზის სექტორში, ლიბანსა და სირიაში დაკავებულ ტერიტორიებზე. მისი თქმით, ისრაელის არმია დარჩება ე.წ. უსაფრთხოების ზონებში და გადააქცევს მათ ბუფერად მტრული ძალებისგან დასაცავად.