სუპერვარსკვლავ ჯასტინ ტიმბერლეიკს ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს
1754040595
ევროპასა და შეერთებულ შტატებში ირანის სპეცსამსახურების საქმიანობასთან დაკავშირებით, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, ნიდერლანდები და შვედეთი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
აღნიშნული ქვეყნები გმობენ მათ ტერიტორიებზე ირანის სადაზვერვო სამსახურების მხრიდან გახშირებულ საფრთხეებს.
„ვგმობთ ირანის სადაზვერვო სამსახურების მცდელობებს მოკლან, გაიტაცონ და შეავიწროონ ხალხი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩვენი სუვერენიტეტის აშკარა დარღვევით. ეს სამსახურები სულ უფრო მეტად თანამშრომლობენ საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციებთან, რათა მიზანში ამოიღონ ჟურნალისტები, დისიდენტები, ებრაელი მოქალაქეები და ამჟამინდელ და ყოფილი ოფიციალურ პირები ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს მიუღებელია. ამ ტიპის თავდასხმებს, განურჩევლად მათი მიზნებისა, განვიხილავთ ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევად. ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, ერთად ვიმუშაოთ ამ ქმედებების თავიდან ასაცილებლად და მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაასრულოს მსგავსი უკანონო საქმიანობა ჩვენს ტერიტორიებზე“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.