დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ანძა! მდინარე კალატოპიდან გადმოვიდა - რაჭაში სტიქიას ებრძვიან
1754078092
ინდოეთში 20 წლის კაცი ქორწილამდე 9 დღით ადრე 40 წლის სიდედრთან ერთად გაიქცა. ამ ამბის გამო ყველა შოკირებული დარჩა.
ქორწილი უკვე დაგეგმილი იყო, მოსაწვევები კი დარიგებული.
როგორც უცხოური მედია წერს, გაქცეულებმა თან წაიღეს ქორწილის და ოჯახის დანაზოგიც.
„რაჰულზე უნდა დავქორწინებულიყავი და დედაჩემი კვირას მასთან ერთად გაიქცა. რაჰული და დედაჩემი ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ხშირად საუბრობდნენ ტელეფონზე. დედაჩემმა ჩვენი მთელი ფული წაიღო. ახლა რაც უნდა, ის ქნას, ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ ფული და სამკაულები დაგვიბრუნონ“, - განუცხადა შივანიმ ინდოელ ჟურნალისტებს.