აშშ რუსეთისა და ჩინეთის დასანქცირებას გეგმავს - მედია

აშშ

შეერთებული შტატები რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს. შეზღუდვები პასუხია მოსკოვის მიერ ომში ირანული თვითმფრინავების გამოყენებასა და პეკინის მიერ წყნარ ოკეანეში უკანონო თევზაობაზე. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, აშშ გეგმავს სანქციების დაწესებას გლობალური „მაგნიტსკის აქტის“ საფუძველზე, რომელიც უფლებას აძლევს აშშ-ის მთავრობას, სანქციები დააწესოს მთელ მსოფლიოში უცხოელი ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების დამრღვევად ითვლებიან, კერძოდ, გაყინოს მათი აქტივები და აუკრძალოს მათ შტატებში შესვლა.

„სავარაუდოა, რომ სანქციები გავრცელდება რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მთელ რიგ საწარმოებზე, რომლებიც მონაწილეობენ ირანული თვითმფრინავების რუსეთში გადაცემაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ჩინეთთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, აშშ სანქციებს დაუწესებს წყნარ ოკეანეში არალეგალურ თევზაობაში ჩართულ თითქმის 170 ორგანიზაციას.