რუსულ ნავთობზე ევროკავშირის სანქციები ამოქმედდა

სანქცია

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესების შესახებ, დღეიდან შევიდა ძალაში. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, ასევე ძალაში შედის რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ტექნიკური დახმარების, საბროკერო მომსახურების, დაფინანსების ან ფინანსური დახმარების აკრძალვა.

რუსეთში წარმოებული ან ექსპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ლიმიტი ფასი ბარელზე 60 დოლარია.

ზღვრული ფასი შეიძლება პერიოდულად გადაიხედოს ბაზრის ვითარებასთან ადაპტაციის მიზნით, ამიტომ ზღვრული ფასის ყოველი ცვლილების შემდეგ დგინდება 90-დღიანი გარდამავალი პერიოდი.

გარდა ამისა, 2023 წლის 5 თებერვლიდან რუსული ნავთობპროდუქტების საზღვაო გადაზიდვის აკრძალვა ამოქმედდება.

დასავლეთის ქვეყნების ამ გადაწყვეტილების მიზანია რუსეთის შემოსავლების შემცირება, რაც ეხმარება მას  გააგრძელოს ომი უკრაინაში, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნოს რუსული მარაგი მსოფლიო ბაზარზე.