აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსულ და ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის არმიისთვის შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის წარმოებაში მონაწილეობენ

აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსულ და ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის არმიისთვის შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის წარმოებაში მონაწილეობენ

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსულ და ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის არმიისთვის შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონ „ჰარპიას“ წარმოებაში მონაწილეობენ. დრონებს, რომლის შესახებაც ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ სექტემბერში გაავრცელა, ჩინურ ქარხნებში რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობით აწარმოებენ.

„ეს არის პირველი სანქციები ჩინური საწარმოების წინააღმდეგ, რომლებიც უშუალოდ ავითარებენ და აწარმოებენ შეიარაღების სისტემებს რუსულ კომპანიებთან პარტნიორობით“, - ნათქვამია ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.