აშშ-მა გამოაქვეყნა დაკავებულ უცხოელთა სია „უარესთა შორის უარესები“, რომელთა შორის არიან რუმინეთის 85, უკრაინის 27, სომხეთის 22, საქართველოს ორი მოქალაქე

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სხვადასხვა დანაშაულებისთვის დაკავებული უცხოელთა სია სახელწოდებით „უარესთა შორის უარესები“. მათ შორის არის საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც მარიხუანას გაყიდვასა და ნარკოტიკების ფლობისთვის არიან მსჯავრდებულები.

ამ ელექტრონულ ბაზაში მოხვდნენ ბოლო 11 თვეში საიმიგრაციო სამსახურის მიერ დაკავებული უცხოელები. მათ შორის არიან ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნების მოქალაქეები. სიაში არის უკრაინის 27, სომხეთის 22, აზერბაიჯანის სამი, რუსეთის 18, ბელარუსის ორი მოქალაქე.

ნუსხაში ასევე მოხვდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებიც. მათ შორის ყველაზე მეტი, 85 რუმინელია. ასევე არიან საფრანგეთის, პოლონეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, გერმანიის და საბერძნეთის მოქალაქეებიც.