საფრანგეთში, 14 წლის სკოლის მოსწავლე მასწავლებელს საკლასო ოთახში დანით თავს დაესხა - 60 წლის ქალი კრიტიკულ მდგომარეობაშია

საფრანგეთი

სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, 14 წლის სკოლის მოსწავლე, 60 წლის მასწავლებელს დანით თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის კრიტიკულ მდგომარეობაში, კლინიკაში იმყოფება. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პროკურორის ცნობით, 60 წლის ხელოვნების მასწავლებელს გულმკერდის არეში 3-4-ჯერ დაარტყეს დანა და ეს ყველაფერი დაახლოებით 20 სხვა მოსწავლის თვალწინ მოხდა.

თავდასხმის შემდეგ, მოსწავლე კლასიდან გაიქცა, თუმცა მოზარდო სკოლის ეზოში
დააკავეს. ის განზრახ მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

ტულონის პროკურორმა რაფაელ ბალანმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილს, როგორც ჩანს, რელიგიური ან პოლიტიკური მოტივები არ ჰქონია და დასძინა: "ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ მას ბოლო დროს უთანხმოება ჰქონდა მასწავლებელთან და გაბრაზებული იყო მასზე".