პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, „რესპუბლიკელი“ ნიუთ გინგრიჩის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი ევროპას მკაცრად აფრთხილებს, რომ მათ საკუთარი თავის რეფორმირება უნდა მოახდინონ, რადგან ამერიკას მათი სამუდამოდ მხარდაჭერა არ შეუძლია.
„ვფიქრობ, ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი მართლაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის ევროპელებს მკაფიო სიგნალს უგზავნიდა - არა სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ ისინი არ მოგვწონს, არამედ სიგნალი იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ევროპის დაშლა: მისი კულტურული დაშლა, მისი დაშლა ლტოლვილების თვალსაზრისით, მისი ეკონომიკური დაშლა. იცით, არცერთი იმ ცხრა ტრილიონიანი კომპანიებიდან, რომელიც მსოფლიოში არსებობს, არცერთი არ არის ევროპული. ისინი უმეტეს წილად ჩინური და ამერიკულია. მთლიან ევროპას ამერიკის დახმარების გარეშე რუსეთის დამარცხება არ შეუძლია. მათ კოლექტიურად ძლიერი ეკონომიკა უნდა ჰქონდეთ, მათ უზარმაზარი პოტენცია აქვთ, მაგრამ ისინი საკუთარი პრობლემების გადაწყვეტაზე უარს ამბობენ“, - განაცხადა გინგრიჩმა Fox News-ის ეთერში.
პოლიტიკოსის თქმით, ტრამპი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ერთ ხაზს მიჰყვებიან. ვენსის ადრეული გამოსვლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკას გრძელვადიან პერსპექტივაში ევროპის მხარდაჭერა არ შეუძლია.
„ვფიქრობ, ტრამპი მათ უზარმაზარ სამსახურს უწევს და ჯეი დი ვენსის ადრეული გამოსვლები, როდესაც ის ევროპაში იმყოფებოდა, ძალიან ჰგავდა ამ ხაზს, რომლის თანახმადაც მათ თავად უნდა გამოასწორონ თავისი საქმეები. ამერიკას არ შეუძლია ამის გაკეთება თქვენთვის და ამერიკას გრძელვადიან პერსპექტივაში არ შეუძლია თქვენი მხარდაჭერა, თუ უარს იტყვით თქვენი სისტემის რეფორმირებაზე“, - მიმართა მან ევროპელებს.