არუნ ხათრი ხსნის რას ნიშნავს „კუტუ მა კუტუ“
1746089063
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სოციალურ ქსელ X-ში იემენელი „ჰუსიტების“ მხარდაჭერის გამო ირანს მიმართა და გააფრთხილა, რომ თეირანი ამისთვის დიდ ფასს გადაიხდის.
„შეტყობინება ირანს: ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ „ჰუსიტებს“ მხარს უჭერთ. ჩვენ დანამდვილებით ვიცით რას აკეთებთ. თქვენ ძალიან კარგად იცით, თუ რის გაკეთება შეუძლიათ ამერიკელ სამხედროებს. თქვენ გაგაფრთხილეთ. თქვენ ამის გამო დიდ ფასს გადაიხდით იმ დროს და იმ ადგილას, რომელსაც ჩვენ შევარჩევთ“, - დაწერა ჰეგსეტმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში დრონებით ამერიკულ ავიამზიდზე, ჰარი ტრუმენზე თავდასხმა განახორციელეს, რა დროსაც გემმა მკვეთრი მანევრი გააკეთა. ამის გამო ბორტზე მყოფი F-18 ტიპის გამანადგურებელი, რომლის ღირებულება 67 მილიონ დოლარს შეადგენდა, ზღვაში ჩავარდა და ჩაიძირა.