„ჩემო მფარველო ანგელოზო... მე შენ ყოველთვის მეყვარები“ - მარიამ მდივანი ძმას ემშვიდობება
1746102252
ხვალ, 2 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ნუცუბიძის ქუჩა N125-ის მიმდებარედ ახალ მაგისტრალურ მილსადენზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, პარალელურად, ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მოეწყობა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 2 მაისს, დილის 11:00 საათიდან დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 2 მაისს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში: გამრეკელის, დადიანის, გურიელის, ნადარეიშვილის, ჩიქოვანის, ზალდასტანიშვილების და ტრიპოლსკის ქუჩებს. ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს ჩიხებით, აფხაიძის 1 ჩიხს, ვახტანგ ჩიქოვანის ქუჩას და 1 ჩიხს, ჯებაშვილის ქუჩას და პირველ გასასვლელს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.