აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი ვაშინგტონში მდებარე რესტორანში გაქურდეს

ჯო

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი, კრისტი ნოემი ვაშინგტონში მდებარე რესტორანში გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კრისტი ნოემს მოპარეს მართვის მოწმობა, მედიკამენტები, ბინის გასაღები, პასპორტი, სამსახურებრივი საშვი და დაახლოებით 3 000 დოლარის ოდენობის ნაღდი ფული.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ქურდობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თავად კრისტი ნოემმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მისი ჩანთა მოიპარეს და გამოძიება გრძელდება.